ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, გაბონის სანაპიროსთან დაკარგული გემი ნაპოვნია - კვირის პალიტრა

ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, გაბონის სანაპიროსთან დაკარგული გემი ნაპოვნია

ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, გაბონის სანაპიროსთან დაკარგული გემი ნაპოვნია. ტანკერი 7,000 ტონა საწვავით ამერიკულმა თანამგზავრებმა აღმოაჩინეს და ოვენდოს პორტშია შეყვანილი. გემზე საქართველოს 17 და რუსეთის 2 მოქალაქე იმყოფებოდა.

18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, დაკარგული იყო. გემთან - Pანტელენა IMO 9321469, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა, კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.