The Independent - ქართული "საფერავი" 14 საუკეთესო აღმოსავლეთევროპულ ღვინოს შორის შეიყვანეს
The Independent - ქართული "საფერავი" 14 საუკეთესო აღმოსავლეთევროპულ ღვინოს შორის შეიყვანეს
ბრიტანულმა გამოცემა «The Independent»-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "14 საუკეთესო აღმოსავლეთევროპული ღვინო".
"ადრე აღმოსავლეთევროპულ ღვინოებს, დამახასიათებელი გემოსა და სუნის გამო, იაფი ფასების მიუხედავად, ღვინის მოყვარულები მაინცდამაინც არ წყალობდნენ: ასეთ სასმელს მაგიდაზე საპატიო ადგილს არ უთმობდნენ. მაგრამ ამჟამად სიტუაცია იცვლება: გარკვეული ტექნოლოგიური სიახლეებისა და "ნოუ-ჰაუს" გამოყენების შედეგად, აღმოსავლეთ ევროპელების მიერ დამზადებულ ღვინოებს დასავლელი მეზობლები სიამოვნებით იძენენ. სასმელები უკვე მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამასთან, მათი ფასი მაინცდამაინც ძვირი არ არის. რუმინული, უნგრული, ბულგარული, სლოვენური,
ხორვატული, ქართული ღვინოების შეძენით ღვინის მოყვარულთა ჯიბეს ბევრი არაფერი დააკლდება, სიამოვნებას კი მიიღებენ", - ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორიც  ჯონ კლარკია.

პუბლიკაციაში 14 საუკეთესო ღვინოს შორის დასახელებულია ქართული "საფერავი", რომელიც კახეთში, მევენახეობის სპეციფიკურ ზონა "ვაზისუბანში" მოწეული ყურძნის წვენითაა ქვევრში დამზადებული (0,75 ლ. სიმაგრე
- 13%, ფასი - 19,95 გირვანქა სტერლინგი).

"საქართველო მსოფლიოში მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს ქვეყნად ითვლება. ეს წითელი ღვინო ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული - მიწაში ჩაფლულ ტერაკოტის (გამომწვარი თიხის) დიდ ამფორებში, ანუ "ქვევრებში". ღვინო "საფერავი" გაუფილტრავია და მისი შემცველი ტანინები ალუბლის მსგავს სასიამოვნო გემოს ტოვებენ. "საფერავი" შეიძლება ყიდვისთანავე შესვათ ან მრავალი წელი შეინახოთ", - აღნიშნულია სტატიაში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

...
24 აგვისტო 2018 19:45
ეს ნამდვილად წარმატებაა, მნიშვნელოვანი წარმატებაა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები