"ბევრი სირთულის გადალახვამ მომიწია... ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა"
"ბევრი სირთულის გადალახვამ მომიწია... ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა"
"ავსტრიაში რომ ჩამოვედი, პირველ რიგში ქართულ ტაძარში მივედი. დღემდე ამ ტაძარში ვგალობ"

"ქართველებმა ვენაში ერთ-ერთი ქუჩა გადაკეტეს და ქართული კულტურის დღე მოაწყვეს. გაიმართა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქართული კერძებისა და ღვინის დემონსტრირება. შემოსავალი საქართველოში, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის გადაირიცხა. ღონისძიების ინიციატორი, ავსტრიაში მცხოვრები ემიგრანტი გოგონა, ია ღვინიაშვილი გახლდათ. როგორც იას მეგობრებისგან შევიტყვე, ეს მისი მოწყობილი ერთადერთი საქველმოქმედო ღონისძიება არ ყოფილა. ხშირად მართავს საქველმოქმედო საღამოებს და სხვების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებშიც სიამოვნებით მონაწილეობს.
როგორც თავად ამბობს, ბედნიერია იმის გამო, რომ საშუალება ეძლევა, ვენაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს სიმღერა უფასოდ ასწავლოს.

პროფესიით ეკონომისტია, თუმცა მუსიკა მისი მთავარი საქმეა. მუსიკის მოყვარულებისთვის ბავშვობიდანვე გახდა ცნობილი. 19 წლისა უკვე ანსამბლ "ივერიასთან" ერთად ფილარმონიაში დადგმულ კონცერტებში მონაწილეობდა. იყო "ნუცას სკოლის" მონაწილე. ახლა ვენაში, დავით
აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გალობს და მის მიერ ჩამოყალიბებულ ტრიო "იბერიასთან" ერთად საქველმოქმედო ღონისძიებებს მართავს.

- ია, ავსტრიაში როგორ მოხვდი?
- ავსტრიაში სიახლეების ძიების, უკეთესი მომავლისა და განვითარების სურვილმა მომახვედრა და აგერ უკვე მე-9 წელია ავსტრიის დედაქალაქში ვცხოვრობ. ძალიან მალე შევძელი თავის დამკვიდრება, შეიძლება ითქვას, ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ბევრი სირთულის გადალახვამ მომიწია, მე ხომ სრულიად უცნობ ადამიანებთან, უცხო გარემოში აღმოვჩნდი. ამ ქვეყნის კულტურა, ენა, ტრადიციები, მენტალიტეტი, ადათ-წესი, ცხოვრების ტემპი, დროის ფასი... ისე უნდა მიმეღო და გამეთავისებინა, როგორც საკუთარი. დღეს მიმაჩნია, რომ ავსტრია ჩემი მეორე სამშობლოა, რომელიც ძალიან მიყვარს. აქ შემიყვარდა, აქ შევქმენი ოჯახი და აქ გავხდი დედა.
- მეუღლე ქართველია?
- კი, ქართველია. ომარ ნუკრაძე.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- ერთ-ერთ წვეულებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. 5 წლის გოგონა გვყავს - ელისაბედი. უკვე დედიკოსთან ერთად დგას სცენაზე. გენეტიკურად გადაეცა სიმღერის ნიჭი.

- როგორ მოახერხე, რომ უცხო ქვეყანაში ჩახვედი, შექმენი ტრიო და საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვა დაიწყე?
- ავსტრიაში რომ ჩამოვედი, პირველ რიგში ქართულ ტაძარში მივედი. დღემდე ამ ტაძარში ვგალობ. აქ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. მათგან გავიგე, რომ ვენაში ქართული სიმღერის კონცერტი არასდროს ჩატარებულა. გაგრძელება
ჯ ი ჯ ი
25 აგვისტო 2018 11:00
მისაბაძი ქალბათონია. სურათზე ჩანს მისი ნაღდი ქართველობა, ასეთი ხალხი თუ გადარჩენს ქართველი ქალის ღირსებას და წარსულს.
...
25 აგვისტო 2018 10:36
upalma daglocot gagadzlierot! didi madloba!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები