მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა
24-08-2018
მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა
ზესტაფონში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები