როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 28 აგვისტოს ჩათვლით?
25-08-2018
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 28 აგვისტოს ჩათვლით?
28 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტეპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

27 აგვისტოს, დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა მცირე წვიმა. 28 აგვისტოს კი, კვლავ უნალექო, მზიანი ამინდი იქნება.

28 აგვისტოს ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით 30-35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 28-33 გრადუსი, ხოლო თბილისში - 32 გრადუსი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით