მერაბ კოსტავას ბიუსტს საღებავი შეასხეს
25-08-2018
მერაბ კოსტავას ბიუსტს საღებავი შეასხეს
თბილისში, მერაბ კოსტავას ბიუსტს საღებავი შეასხეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, „თბილსერვისის“ სამსახური ცდილობდა, რომ ბიუსტისთვის საღებავი მოეშორებინა, თუმცა მის მოშორება ჯერჯერობით ვერ შეძლეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ, წუხელ მოხდა.

„ვინაიდან საქმე ეხება ბიუსტს, რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილეა საჭირო და დაგვჭირდება ალბათ, სპეციალისტების ჩართვა, რომ მოვაშოროთ საღებავი. თბილისის მერია ყველანაირად ეცდება, რომ აღადგინოს ბიუსტის პირვანდელი სახე“, - განაცხადეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.

ფოტო: გიორგი ლილუაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით