უშგულში 19 წლის ბიჭი კოშკიდან გადმოვარდა
25-08-2018
უშგულში 19 წლის ბიჭი კოშკიდან გადმოვარდა
უშგულში 19 წლის ბიჭი კოშკიდან გადმოვარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,
შემთხვევის ადგილისკენ უკვე მიემართება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოითხოვა, რადგან ახალგაზრდის ტრანსპორტირება სამედიცინო პუნქტამდე ავტომობილით შესაძლოა, მისი სიცოცხლისთვის საშიში ყოფილიყო.

ჯერჯერობით მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით