უშგულში 19 წლის ბიჭი კოშკიდან გადმოვარდა - კვირის პალიტრა

უშგულში 19 წლის ბიჭი კოშკიდან გადმოვარდა

უშგულში 19 წლის ბიჭი კოშკიდან გადმოვარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილისკენ უკვე მიემართება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოითხოვა, რადგან ახალგაზრდის ტრანსპორტირება სამედიცინო პუნქტამდე ავტომობილით შესაძლოა, მისი სიცოცხლისთვის საშიში ყოფილიყო.

ჯერჯერობით მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.