უშგულში, კოშკიდან გადმოვარდნილი 19 წლის ბიჭი ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს - კვირის პალიტრა

უშგულში, კოშკიდან გადმოვარდნილი 19 წლის ბიჭი ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს

უშგულში, კოშკიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ბიჭი ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რამდენი წუთის წინ დაჯდა კლინიკის ეზოში.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას, სავარაუდოდ, ხერხემალი აქვს დაზიანებული.

19 წლის ბიჭი კოშკიდან დღეს გადმოვარდა.