"ბებია-ბაბუების სახლში მოვლა აქ სირცხვილად ითვლება" - იაპონიაში გათხოვილი ქართველი გოგონას საოცარი ნაამბობი იაპონელებზე
26-08-2018
"ბებია-ბაბუების სახლში მოვლა აქ სირცხვილად ითვლება" - იაპონიაში გათხოვილი ქართველი გოგონას საოცარი ნაამბობი იაპონელებზე
მა­რი­ამ ინა­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ია­პო­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და მე­უღ­ლეც ია­პო­ნე­ლი ჰყავს. სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში უმუ­შა­ვია, ბო­ლოს ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ად­გი­ლობ­რი­ვებს ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის შე­დევ­რე­ბით უმას­პინ­ძლდე­ბო­და და მათ ჩვენს კულ­ტუ­რას აც­ნობ­და, უფრო ადრე, კი­ო­ტოს ტა­ძარ­ში ინ­გლი­სუ­რი ენის თარ­ჯიმ­ნად მუ­შა­ობ­და და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, უცხო ენას სხვებ­საც ას­წავ­ლი­და. მა­რი­ა­მი ია­პო­ნურ კულ­ტუ­რა­სა და ია­პო­ნე­ლებ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რებს.

- აპ­რილ­ში ხუთი წელი ხდე­ბა, რაც ია­პო­ნი­ა­ში ვცხოვ­რობ, მა­გის­ტრა­ტუ­რის სამ­წლი­ა­ნი პროგ­რა­მით ჩა­მო­ვე­დი და მერე შე­მოვ­რჩი. სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე,
ია­პო­ნუ­რი ენის გან­ხრით. ია­პო­ნი­ას­თან პირ­ვე­ლი კავ­ში­რი 11-12 წლის ასაკ­ში მქონ­და, კერ­ძო სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი და იქ ეს­პა­ნუ­რი ან ია­პო­ნუ­რი უნდა მეს­წავ­ლა. ვი­ფიქ­რე, ეს­პა­ნურს ყო­ველ­თვის ვის­წავ­ლი-მეთ­ქი და ია­პო­ნუ­რის შეს­წავ­ლა ვარ­ჩიე, ჩემ­თვის ეს უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და რთუ­ლი იყო. უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ისე­თი ფა­კულ­ტე­ტი შე­ვარ­ჩიე, სა­დაც ეს ენა ის­წავ­ლე­ბო­და, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დას­რუ­ლე­ბის
შემ­დეგ, ერთი წელი თბი­ლის­ში ვი­მუ­შა­ვე, მერე კი გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე, გა­მი­მარ­თლა და ია­პო­ნი­ა­ში წა­მო­ვე­დი.

- სკო­ლის ასაკ­ში ია­პო­ნუ­რის შეს­წავ­ლა რთუ­ლი იყო?
- ახლა უფრო მი­ჭირს რა­ღა­ცე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა, ვიდ­რე ბავ­შვო­ბი­სას, მა­შინ უფრო ად­ვი­ლი იყო. ზო­გა­დად, ია­პო­ნუ­რი ენა მარ­თლაც რთუ­ლია, ახ­ლაც ჯერ კი­დევ არ მაქვს ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი. წი­ნა­და­დე­ბის წყო­ბა ისე­თია, რო­გო­რიც ქარ­თულ­ში, ამ მხრივ რთუ­ლი არ არის. ზმნებს ჩვენ­თან დრო, უღ­ლე­ბა აქვს, ია­პო­ნურ­ში გრა­მა­ტი­კა და სა­ლა­პა­რა­კო ენის შეს­წავ­ლა იმ­დე­ნად რთუ­ლი არაა, რო­გორც იე­როგ­ლი­ფე­ბის დას­წავ­ლა, რად­გან ერთი იე­როგ­ლი­ფი შე­იძ­ლე­ბა ხუთ­ნა­ი­რად წარ­მო­ით­ქვას ან იწე­რე­ბო­დეს.

- ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მორ­ჩე­უ­ლია, თქვენ რამ მოგ­ხიბ­ლათ ყვე­ლა­ზე მე­ტად პირ­ვე­ლი ჩას­ვლი­სას?
- პირ­ველ რიგ­ში, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­მე­წო­ნა და მე­სი­ა­მოვ­ნა, სი­სუფ­თა­ვეა, ქუ­ჩე­ბი დაწკრი­ა­ლე­ბუ­ლია, მთე­ლი დღეც რომ იარო, ფეხ­საც­მლის დას­ვრას ვერ მო­ა­ხერ­ხებ. ავ­ტო­ბუ­სი იქ­ნე­ბა თუ მეტ­რო, თა­ვის დრო­ზე მო­დის, ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­შია გათ­ვლი­ლი. მა­ღა­ზი­ებ­ში, რო­გო­რი დო­ნი­საც უნდა იყოს, სა­ო­ცა­რი წეს­რი­გია, ყველ­გან ღი­მი­ლით შე­მო­გე­გე­ბე­ბი­ან, ასე­ვე, რეს­ტორ­ნებ­სა და კა­ფე­ებ­ში, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ ცოტა გვი­ჭირს. კე­თი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს. თა­ვი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ყვე­ლა­ფერს ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი, - ვაუ, რა კარ­გია, რა მა­გა­რია-მეთ­ქი. პირ­ვე­ლი სამი-ოთხი თვე სულ ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს ამის­თვის ვი­ყე­ნებ­დი. აქა­უ­რებს რაც უნდა ჰკი­თხო, ინ­გლი­სუ­რი რომც არ იცოდ­ნენ, მა­ინც ყვე­ლა გეხ­მა­რე­ბა, ბო­ლომ­დე მიგყვე­ბი­ან და აგიხ­სნი­ან, რაც გჭირ­დე­ბა, საყ­ვა­რე­ლი ხალ­ხია, მაგ­რამ როცა უკვე აქ ცხოვ­რე­ბას იწყებ, უფრო მეტ რა­მეს ხე­დავ. რო­გორც და­ვაკ­ვირ­დი, უცხო­ე­ლე­ბის მი­ღე­ბა მა­ინც უჭირთ, მათი აქ ჩა­სახ­ლე­ბის მომ­ხრე დი­დად არ არი­ან. სტუმ­რე­ბი უყ­ვართ, მაგ­რამ ნუ ჩა­უ­სახ­ლდე­ბი (იცი­ნის). პრინ­ციპ­ში, ბევ­რგა­ნაა ასე, მათ შო­რის, ჩვენ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში თუ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ეს
?
- ძი­რი­თა­დად, ასა­კო­ვან ხალ­ხს აქვს ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. როცა სუ­პერ­მარ­კეტ­ში ან სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტში შევ­დი­ვარ, შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე მო­ხუც­მა გა­მიზ­ნუ­ლად, კა­ლა­თი მო­მარ­ტყას; ვე­ლო­სი­პე­დით როცა დავ­დი­ო­დი, ცოტა ასა­კო­ვა­ნი კა­ცე­ბი მო­მა­ძა­ხებ­დნენ ხოლ­მე, - შენ, უცხო­ე­ლო დე­ბი­ლოო. ვე­რა­ფერს ეტყვი, მისი ქვე­ყა­ნაა და არ სი­ა­მოვ­ნებს. ჩემი სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა ლან­ძღავს და აგი­ნებს უცხო­ე­ლებს და მე რომ აქ რა­ღაც მი­თხრან, რა უნდა გა­მიკ­ვირ­დეს (იცი­ნის)?! რაც უნდა დიდ­ხანს ვი­ცხოვ­რო აქ, მათ­თვის მა­ინც სულ უცხო ვიქ­ნე­ბი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
სიმართლის მოყვარული
27 აგვისტო 2018 11:24
"ვე­ლო­სი­პე­დით როცა დავ­დი­ო­დი, ცოტა ასა­კო­ვა­ნი კა­ცე­ბი მო­მა­ძა­ხებ­დნენ ხოლ­მე, - შენ, უცხო­ე­ლო დე­ბი­ლოო. ვე­რა­ფერს ეტყვი, მისი ქვე­ყა­ნაა და არ სი­ა­მოვ­ნებს. ჩემი სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა ლან­ძღავს და აგი­ნებს უცხო­ე­ლებს და მე რომ აქ რა­ღაც მი­თხრან, რა უნდა გა­მიკ­ვირ­დეს (იცი­ნის)?!" - ასაკით უკვე 70-ს ვუახლოვდები და აქამდე არ გამიგია საქართელოში უცხოელს უმიზეზოთ, ანუ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის უცხოელია, ვინმემ აწყენინოს...
საზოგადოდ, ეს არ არის მარტივი საკითხი და ამაზე ყველას გვმართებს ყურადღების მიქცევა. ამ გოგონასგან ჩემს მიერ მოყვანილი ფრაზის გამცნობი უცვოელი ჩათვლის, რომ საქმე აქვს ძალზე ობიექტურ პიროვნებასთან. ის ხომ ვერ წამოიდგენს, რომ ეს გოგონა არ ამბობს სიმართლეს. ამ გზით ჩვენი იაპონიაში გათხოვილი იმკვიდრებს მაღალი ზნეობის მქონე პირის სახელს რაც, დარწმუნებული ვარ, მიაჩნია სასაგრებლოდ მისი კარიერული ზრდისთვის. ამავდროულად, ის დაუმსახურებლად ჩირქს ცხებს თავის სამშობლოს და თავის ხალხს - და სად და რა სიტუაციაში აისახება ეს ყოველივე უარყოფითად მასზე და მის ახლობლებზე ვერც ფიქრობს და არც უნდა იფიქროს...
ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა მოადინოს თითოეულ ასეთ შემთხვევაზე...
123
27 აგვისტო 2018 10:47
რა არის აქ საოცრება?
გიორგი
27 აგვისტო 2018 09:47
"რო­გორც და­ვაკ­ვირ­დი, უცხო­ე­ლე­ბის მი­ღე­ბა მა­ინც უჭირთ, მათი აქ ჩა­სახ­ლე­ბის მომ­ხრე დი­დად არ არი­ან. სტუმ­რე­ბი უყ­ვართ, მაგ­რამ ნუ ჩა­უ­სახ­ლდე­ბი (იცი­ნის)." ... ვენაცვალე მაგ ხალხს,ბედნიერები არიან რომ არ ჰყავთ გირჩები,კოჟორიძეები და ვერძეულ-გიგაურები!!!

რედაქტორის რჩევით