"მოულოდნელად ხელ-ფეხი გაუშეშდა, თავის ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს" - 8 წლის კესოს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება - კვირის პალიტრა

"მოულოდნელად ხელ-ფეხი გაუშეშდა, თავის ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს" - 8 წლის კესოს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება

8 წლის კესო ბახუტაშვილს მოულოდნელად თავში სიმსივნე აღმოაჩნდა, გოგონას გამოსაკვლევად და საოპერაციოდ თურქეთში ესაჭიროება გამგზავრება, რისთვისაც ოჯახს შესაბამისი თანხები არ გააჩნია.

ანუკა გობრონიძე, კესოს დედის მეგობარი:

- ბოლო დროს ხშირად იღლებოდა, ფეხს იტკიებდა. ცოტა ხნის წინ ბახმაროში იყო. მშობლებს ეგონათ, ფეხი რაღაცაზე იტკინა, თუმცა ბავშვს 2 დღის განმავლობაში ხელ-ფეხი გაუშეშდა. ჩამოიყვანეს იქიდან, ტომოგრაფია გაკეთდა და თავის ტვინის სიმსივნე აღმოჩნდა. ეს არის 4-სანტიმეტრიანი სხეული, რომელიც ნერვულ სისტემას აწვება, რამაც ხელ-ფეხის გაშეშება გამოიწვია. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ექიმები ხელს არ ჰკიდებენ. საშიში ადგილია. ესაჭიროება სასწრაფოდ თურქეში გადაყვანა, რომ დაზუსტებულად გამოიკვლიონ ყველაფერი და უკვე ოპერაცია დანიშნონ. ამ ყველაფრისთვის ოჯახს საოპერაციო თანხები არ გააჩნია.

- თურქეთში ოპერაციამდე ხელახალი კვლევა უნდა ჩატარდეს, ხომ?

- კი, ოპერაციის წინ ხელახალი კვლევა აუცილებელია. მშობლები კალკულაციას ელოდებიან, რომ თანხა იცოდნენ, ამ ყველაფრისთვის რამდენია საჭირო.

- დღეისთვის სიტუაცია როგორია, ექიმები რას ამბობენ, სანამ თანხა შეგროვდება ითმენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ორგანიზმში მეტასტაზები არ არის წასული, მაგრამ სწრაფად იზრდება იმიტომ, რომ სადღაც ერთ თვეში მოხდა ეს ყველაფერი. თუ ოპერატიულად არ ვიმოქმედეთ, შეძლება უარესი შედეგი გამოიწვიოს. დროულად არის ამოსაკვეთი.

- ბავშვს მანამდე არაფერი აწუხებდა?

- სრულიად ჯანმრთელი იყო, არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ერთადერთი ის იყო, ხომ გითხარით, რომ ფეხი მეღლებაო. სიარულისას დასვენებას ხშირად ითხოვდა, დედამისი (თამარ ჩახმახაშვილი) ამბობს, რომ ვეჩხუბებოდი, - კესო, რა ზარმაცი ხარ, რატომ იღლები ასე მალეო. 2 დღეში შედეგმაც არ დააყოვნა. ხელ-ფეხი გაუშეშდა. მოკლედ, ახლა თურქეთიდან ზუსტ პასუხებს ველოდებით. ამიტომ ჯერ დაზუსტებით სრული თანხა, რაც ამ ყველაფრისთვის არის საჭირო, არ ვიცით.

მეგობრებო, პატარა კესოს ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა, რადგანაც საქართველოში ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება, რაც მოგეხსენებათ, ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, გთხოვთ, დავეხმაროთ პატარა ანგელოზს და გვერდით დავუდგეთ.

მიმღების ბანკი: სს "თიბისი ბანკი"

მიმღების სახელი: თამარ ჩახმახაშვილი

მიმღების ანგარიში: GE65TB7192745064300002

მიმღები ბანკი: "საქართველოს ბანკი"

მიმღების სახელი: ნინო მორჩილაძე

მიმღების ანგარიში: GE64BG0000000182629900

ambebi.ge