"მოულოდნელად ხელ-ფეხი გაუშეშდა, თავის ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს" - 8 წლის კესოს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება
26-08-2018
"მოულოდნელად ხელ-ფეხი გაუშეშდა, თავის ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს" - 8 წლის კესოს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება
8 წლის კესო ბა­ხუ­ტაშ­ვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავ­ში სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა, გო­გო­ნას გა­მო­საკ­ვლე­ვად და სა­ო­პე­რა­ცი­ოდ თურ­ქეთ­ში ესა­ჭი­რო­ე­ბა გამ­გზავ­რე­ბა, რის­თვი­საც ოჯახს შე­სა­ბა­მი­სი თან­ხე­ბი არ გა­აჩ­ნია.

ანუ­კა გობ­რო­ნი­ძე, კე­სოს დე­დის მე­გო­ბა­რი:

- ბოლო დროს ხში­რად იღ­ლე­ბო­და, ფეხს იტ­კი­ებ­და. ცოტა ხნის წინ ბახ­მა­რო­ში იყო. მშობ­ლებს ეგო­ნათ, ფეხი რა­ღა­ცა­ზე იტ­კი­ნა, თუმ­ცა ბავ­შვს 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ-ფეხი გა­უ­შეშ­და. ჩა­მო­იყ­ვა­ნეს იქი­დან, ტო­მოგ­რა­ფია გა­კეთ­და და თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე აღ­მოჩ­ნდა. ეს არის 4-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი სხე­უ­ლი, რო­მე­ლიც ნერ­ვულ სის­ტე­მას აწ­ვე­ბა, რა­მაც ხელ-ფე­ხის გა­შე­შე­ბა
გა­მო­იწ­ვია. პრობ­ლე­მა ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ექი­მე­ბი ხელს არ ჰკი­დე­ბენ. სა­ში­ში ად­გი­ლია. ესა­ჭი­რო­ე­ბა სას­წრა­ფოდ თურ­ქე­ში გა­დაყ­ვა­ნა, რომ და­ზუს­ტე­ბუ­ლად გა­მო­იკ­ვლი­ონ ყვე­ლა­ფე­რი და უკვე ოპე­რა­ცია და­ნიშ­ნონ. ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ოჯახს სა­ო­პე­რა­ციო თან­ხე­ბი არ გა­აჩ­ნია.
- თურ­ქეთ­ში ოპე­რა­ცი­ამ­დე ხე­ლა­ხა­ლი კვლე­ვა უნდა ჩა­ტარ­დეს, ხომ?

- კი, ოპე­რა­ცი­ის წინ ხე­ლა­ხა­ლი კვლე­ვა
აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მშობ­ლე­ბი კალ­კუ­ლა­ცი­ას ელო­დე­ბი­ან, რომ თან­ხა იცოდ­ნენ, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის რამ­დე­ნია სა­ჭი­რო.

- დღე­ის­თვის სი­ტუ­ა­ცია რო­გო­რია, ექი­მე­ბი რას ამ­ბო­ბენ, სა­ნამ თან­ხა შეგ­როვ­დე­ბა ით­მენს პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?


- ერთი კარ­გი ამ­ბა­ვი ის არის, რომ ორ­გა­ნიზ­მში მე­ტას­ტა­ზე­ბი არ არის წა­სუ­ლი, მაგ­რამ სწრა­ფად იზ­რდე­ბა იმი­ტომ, რომ სა­დღაც ერთ თვე­ში მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. თუ ოპე­რა­ტი­უ­ლად არ ვი­მოქ­მე­დეთ, შეძ­ლე­ბა უა­რე­სი შე­დე­გი გა­მო­იწ­ვი­ოს. დრო­უ­ლად არის ამო­საკ­ვე­თი.

- ბავ­შვს მა­ნამ­დე არა­ფე­რი აწუ­ხებ­და?

- სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია, ერ­თა­დერ­თი ის იყო, ხომ გი­თხა­რით, რომ ფეხი მეღ­ლე­ბაო. სი­ა­რუ­ლი­სას დას­ვე­ნე­ბას ხში­რად ითხოვ­და, დე­და­მი­სი (თა­მარ ჩახ­მა­ხაშ­ვი­ლი) ამ­ბობს, რომ ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი, - კესო, რა ზარ­მა­ცი ხარ, რა­ტომ იღ­ლე­ბი ასე მა­ლეო. 2 დღე­ში შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ხელ-ფეხი გა­უ­შეშ­და. მოკ­ლედ, ახლა თურ­ქე­თი­დან ზუსტ პა­სუ­ხებს ვე­ლო­დე­ბით. ამი­ტომ ჯერ და­ზუს­ტე­ბით სრუ­ლი თან­ხა, რაც ამ ყვე­ლაფ­რის­თვის არის სა­ჭი­რო, არ ვი­ცით.

მე­გობ­რე­ბო, პა­ტა­რა კე­სოს ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის დას­მა ვერ ხერ­ხდე­ბა, რაც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, გთხოვთ, და­ვეხ­მა­როთ პა­ტა­რა ან­გე­ლოზს და გვერ­დით და­ვუდ­გეთ.

მიმ­ღე­ბის ბან­კი: სს "თი­ბი­სი ბან­კი"

მიმ­ღე­ბის სა­ხე­ლი: თა­მარ ჩახ­მა­ხაშ­ვი­ლი

მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­ში: GE65TB7192745064300002

მიმ­ღე­ბი ბან­კი: "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი"

მიმ­ღე­ბის სა­ხე­ლი: ნინო მორ­ჩი­ლა­ძე

მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­ში: GE64BG0000000182629900

ambebi.ge



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით