არაგვის ხეობაში ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სიმაღლიდან გადავარდა
26-08-2018
არაგვის ხეობაში ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სიმაღლიდან გადავარდა
დუშეთის რაიონში, არაგვის ხეობაში "ჯიპის"  ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სიმაღლიდან გადავარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავტომობილში სხვა მგზავრებთან ერთად სამი ბავშვი იმყოფებოდა. მგზავრებს, მათ შორის ბავშვებს სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებები შედარებით მსუბუქი ხარისხისაა.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276- ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაცგულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით