ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან 5 ადამიანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
26-08-2018
ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან 5 ადამიანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟს 16-მა პირმა მიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, გამოძახებები გუშინ, 25 აგვისტოს და დღეს დილით დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირებიდან 5 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენებს კი სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწიათ.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოდან 3 პაციენტი გუშინვე გაეწერა, 2 მათგანი კი ისევ სტაციონარში რჩება და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაეწერებიან.

„ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 5 ეკიპაჟი, 2 რეანომობილი,
გახსნილია 3 სამედიცინო პუნტი, ასევე 5 პირველადი სამედიცინო დახმარების ქვეითი ჯგუფია მობილიზებული, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას უზრუნველყოფენ“, - აღნიშნეს ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო დასჭირდათ ფესტივალის მონაწილეებს სამედიცინო დახმარება.

"ინტერპრეანიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით