ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან 5 ადამიანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან 5 ადამიანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟს 16-მა პირმა მიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, გამოძახებები გუშინ, 25 აგვისტოს და დღეს დილით დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირებიდან 5 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენებს კი სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწიათ.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოდან 3 პაციენტი გუშინვე გაეწერა, 2 მათგანი კი ისევ სტაციონარში რჩება და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაეწერებიან.

„ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 5 ეკიპაჟი, 2 რეანომობილი, გახსნილია 3 სამედიცინო პუნტი, ასევე 5 პირველადი სამედიცინო დახმარების ქვეითი ჯგუფია მობილიზებული, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას უზრუნველყოფენ“, - აღნიშნეს ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო დასჭირდათ ფესტივალის მონაწილეებს სამედიცინო დახმარება.

"ინტერპრეანიუსი"