ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს 4 ახალგაზრდა მიიყვანეს
ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს 4 ახალგაზრდა მიიყვანეს
ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს 4 ახალგაზრდა შეიყვანეს, საიდანაც 3-ს ალკოჰოლური, ხოლო ერთს - გაურკვეველი სუბსტანციით ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სამი პაციენტიდან, რომელთაც ალკოჰოლით ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა, 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკიდან გაეწერნენ, ერთი მათგანი კი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, სულხან ორჟონიას თქმით, მას გაურკვეველი სუბსტანციით ინტოქსიკაცია აღენიშნება.

რაც შეეხება გუშინდელ
დღეს, როგორც სულხან ორჟონიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 25 აგვისტოსაც, ანაკლიის ფესტივალიდან საავადმყოფოში 5 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟს ჯამში 16-მა პირმა მიმართა. გამოძახებები გუშინ, 25 აგვისტოს და დღეს დილით დაფიქსირდა.

მათივე
ინფორმაციით, აღნიშნული პირებიდან გუშინ 5 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენებს კი სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწიათ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები