კასპის რაიონში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - კვირის პალიტრა

კასპის რაიონში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა უმისამართოდ გაისროლა, თუმცა ტყვია შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა.

"როცა გააცნობიერა, რა ჩაიდინა, მეორედ უკვე საკუთარი მიმართულებით გაისროლა და თავი მოიკლა", - აცხადებენ მეზობლები.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება „სისხლის სამართლოს კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.