"არ ვიცი რატომ, მაგრამ მე ამომარჩია...ჩემი ფოტოები ჰქონდა საკუთარ სამუშაო კაბინეტში გაკრული"
"არ ვიცი რატომ, მაგრამ მე ამომარჩია...ჩემი ფოტოები ჰქონდა საკუთარ სამუშაო კაბინეტში გაკრული"
დღეს დილით სენატორი მაკკეინი გარდაიცვალა. 81 წლის მაკკეინის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის სიმსივნე გახლავთ, ის დიდი ხნის მანძილზე მკურნალობდა, მაგრამ საბოლოოდ, სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა.

სენატორი მაკკეინი საქართველოს დიდი ხნის მეგობარი გახლავთ. შესაბამისად, მისმა გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული, მასთან ბევრ ქართველს აქვს საკუთარი მოგონება და მათ შორის არის მოდელი კრისტი ყიფშიძეც.

ბევრ თქვენგანს ალბათ არც კი ახსოვს სენატორ მაკკეინის 2003 წლის ვიზიტი თბილისში. მაშინ მან ოფიციალურ შეხვედრაზე კრისტი ყიფშიძე გაიცნო
და ქართველი მოდელით აღფრთოვანდა. ამის შესახებ ბევრს წერდა პრესა და მომზადდა სიუჟეტებიც.

15 წლის წინ, ჯონ მაკკეინთან შეხვედრას "რეიტინგთან" მოდელი კრისტი ყიფშიძე იხსენებს.

- კრისტი, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ, სენატორ მაკკეინთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეთ, რომელიც თბილისშია გადაღებული. ცნობილია, რომ სენატორი მაშინ თქვენით აღფრთოვანდა, იქნებ
მკითხველს უამბოთ მასთან შეხვედრის შესახებ...


- ეს მოხდა 2003 წელს, რა დღე იყო ისიც კი მახსოვს - 5 ოქტომბერი. რადგან ამ დღეს არის დედაჩემის დაბადების დღე. საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ, თუმცა, მინდა, რომ მთელ მსოფლიოში იყოს მშვიდობა. ამიტომ "ვარდების რევოლუციამდე" ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტში მივიღე მონაწილეობა - ეს იყო აქცია "არჩევნები ძალადობის გარეშე". სწორედ ამ პროექტში მონაწილეობის გამო მომიწია სენატორ მაკკეინთან შეხვედრა. განაგრძეთ კითხვა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები