"არ ვიცი რატომ, მაგრამ მე ამომარჩია...ჩემი ფოტოები ჰქონდა საკუთარ სამუშაო კაბინეტში გაკრული" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი რატომ, მაგრამ მე ამომარჩია...ჩემი ფოტოები ჰქონდა საკუთარ სამუშაო კაბინეტში გაკრული"

არქივი, 2018 წელი

"დღემდე მიკვირს ჩემნაირი აპოლიტიკური ადამიანი იქ როგორ მოვხვდი"

სენატორი მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის სიმსივნე იყო, ის დიდი ხნის მანძილზე მკურნალობდა, მაგრამ საბოლოოდ, სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა.

სენატორი მაკკეინი საქართველოს დიდი ხნის მეგობარი გახლდათ. შესაბამისად, მისმა გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული, მასთან ბევრ ქართველს აქვს საკუთარი მოგონება და მათ შორის არის მოდელი კრისტი ყიფშიძეც.

ბევრ თქვენგანს ალბათ არც კი ახსოვს სენატორ მაკკეინის 2003 წლის ვიზიტი თბილისში. მაშინ მან ოფიციალურ შეხვედრაზე კრისტი ყიფშიძე გაიცნო და ქართველი მოდელით აღფრთოვანდა. ამის შესახებ ბევრს წერდა პრესა და მომზადდა სიუჟეტებიც.

15 წლის წინ, ჯონ მაკკეინთან შეხვედრას "რეიტინგთან" მოდელი კრისტი ყიფშიძე იხსენებს.

- კრისტი, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ, სენატორ მაკკეინთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეთ, რომელიც თბილისშია გადაღებული. ცნობილია, რომ სენატორი მაშინ თქვენით აღფრთოვანდა, იქნებ მკითხველს უამბოთ მასთან შეხვედრის შესახებ...

- ეს მოხდა 2003 წელს, რა დღე იყო ისიც კი მახსოვს - 5 ოქტომბერი. რადგან ამ დღეს არის დედაჩემის დაბადების დღე. საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ, თუმცა, მინდა, რომ მთელ მსოფლიოში იყოს მშვიდობა. ამიტომ "ვარდების რევოლუციამდე" ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტში მივიღე მონაწილეობა - ეს იყო აქცია "არჩევნები ძალადობის გარეშე". სწორედ ამ პროექტში მონაწილეობის გამო მომიწია სენატორ მაკკეინთან შეხვედრა. განაგრძეთ კითხვა

"ჯონს სასტიკად აწამებდნენ, მაგრამ მისგან ვერანაირი ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეს" - "თეთრი ტორნადოს" საოცარი ბიოგრაფია