"კალაძეს რა, თბილისელები მიაჩნია მტრად?!" - კვირის პალიტრა

"კალაძეს რა, თბილისელები მიაჩნია მტრად?!"

თბილისის ქუჩებში დაწყებულმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი შექმნა. მერიამ თითქმის ერთდროულად გადათხარა შარტავასა და საბურთალოს ქუჩები, რობაქიძის გამზირი, ბარათაშვილის აღმართი, კახეთის გზატკეცილი, ავჭალა... ამას ემატება მარშალ გელოვანის გამზირზე ესტაკადის მშენებლობით გამოწვეული კილომეტრიანი საცობი...

ამონარიდი "კვირის პალიტრის" სტატიიდან:

რატომ არ დაელოდა მერია ტრანსპორტის განვითარების გეგმის დამტკიცებას?!

გოგი აბაშიძე,"სითი ინსტიტუტი საქართველოს" არქიტექტორი:

"ასეთი მოვლენები დროგამოშვებით ახასიათებს ჩვენს ქალაქს და სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა. რამდენად სწორია სამუშაოების ერთდროულად წარმოება? თუ ქალაქს აქვს ამის რესურსი, რატომაც არა! ოღონდ საჭიროა გათვლა, რომ შეფერხება არ გამოიწვიოს. პრობლემა ის არის, რომ ერთი მიმართულებით მიმავალი რამდენიმე ქუჩა მუშავდება ერთდროულად. მოასწრებენ თუ არა სასწავლო წლის დაწყებამდე, პროგნოზი გამიჭირდება. თუ ქართული სტანდარტებით ვიმსჯელებთ, თბილისში მშენებლობები წლების განმავლობაში არ მთავრდება...

როგორც ამბობენ, ახლა მუშავდება ტრანსპორტის მზარდი განვითარების გეგმა. მიზანშეწონილი იქნებოდა, ჯერ შუალედური სამუშაოები ჩატარებულიყო და არა ასეთი მასშტაბური. ჯერ შეიძლებოდა რამდენიმე ადგილას მთლიანი საფრის გამოცვლა, გზების ხელახალი დაგეგმარება და როდესაც საბოლოო მონაცემები და დათვლითი მოდელები გვექნებოდა, მაშინ დაწყებულიყო ძირითადი სამუშაოები. სწორედ დათვლითი მოდელით უნდა დავთვალოთ, რამდენად მიზანშეწონილია ქუჩების ერთდროულად გარემონტება.

გზებს სჭირდება დამუშავება. ცენტრალური გზები, სხვადასხვა გარემოების გამო, ძალიან ხშირად გამოდის მწყობრიდან, მაგრამ ამ ეტაპზე რამდენად კრიტიკული იყო ამ გზების მდგომარეობა და აუცილებელი მათი ერთიანად რეაბილიტაცია, საკითხავია.

თუ იყო წინა პირობა, რომ ამ საფარს სწორედ წელს შეექმნებოდა პრობლემები, რაც თავის მხრივ უამრავ სხვა პრობლემას გამოიწვევდა, მაშინ ამდენი სამუშაოს ერთიანად წამოწყება გამართლებულია.

მე სამუშაოების ფორმაზე ვილაპარაკებდი. პრაქტიკად დაინერგა, რომ ძალიან დიდხანს მიმდინარეობს. არ არის გააზრებული, რა ობიექტთან წარმოებს სამუშაოები".

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად