როგორ შეიცვალა გოგონას ცხოვრება, რომელიც ვიდეოთი "როგორ ხაართ?" მთელმა საქართველომ გაიცნო
27-08-2018
როგორ შეიცვალა გოგონას ცხოვრება, რომელიც ვიდეოთი "როგორ ხაართ?" მთელმა საქართველომ გაიცნო
სულ რა­ღაც ერთი კვი­რის წინ მარი არ­ღუ­თაშ­ვილს ასე მა­სობ­რი­ვად, რო­გორც დღეს, არა­ვინ იც­ნობ­და, თუმ­ცა გვარ-სა­ხე­ლით არც ახ­ლაა დი­დად ცნო­ბი­ლი, სა­მა­გი­ე­როდ, მისი ზე­პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­დეო - "რო­გორ ხა­ართ?" - ყვე­ლამ იცის. მარი ვი­დე­ო­ში ყვე­ლას გვე­კი­თხე­ბა, - რო­გორ ვართ, რაც მა­ყუ­რე­ბელ­ში სი­ცილს და კარგ გან­წყო­ბას იწ­ვევს.

ამ­ჟა­მად სწო­რედ მი­სით და­ვინ­ტე­რეს­დით, გვინ­დო­და გაგ­ვე­გო, ვინ არის, რა­ტომ გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ასე­თი ვი­დეო გა­და­ე­ღო და ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მის­თვის გვე­კი­თხა - რო­გორ ხაარ?

მარი თე­ატ­რის
მსა­ხი­ო­ბია, ეკ­რან­ზე ნაკ­ლე­ბად გა­მო­ჩე­ნი­ლა, მხო­ლოდ ჩცდ-ში სხვა­დას­ხვა სე­ზონ­ში ექთ­ნის როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. თა­მა­შობს გო­რის ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში, ასე­ვე თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლურ თე­ატ­რში - "რუს­თა­ვე­ლის 19". არის რე­ჟი­სორ სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის ნა­მო­წა­ფა­რი.

- ერთი, თით­ქოს უწყი­ნა­რი ვი­დე­ო­თი ელ­ვი­სე­ბუ­რად ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვი გახ­დი. რო­გორ ხაარ? და რო­გორ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი?

-
ის, რაც მოხ­და, მას სრუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა და­ვარ­ქვი. ბოლო დროს ბა­ტო­ნი შო­თას ვი­დეო მქონ­და აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სარფში ვის­ვე­ნებ­დი და იქ ყო­ვე­ლი დილა ასე - რო­გორ ხა­ართ? - იწყე­ბო­და.

- ბა­ტონ შო­თას იც­ნობ?

- არა, მხო­ლოდ მისი ვი­დე­ო­ე­ბი ვიცი, მაგ­რამ მათ­გან ეს მქონ­და ამო­ჩე­მე­ბუ­ლი. ვა­შარ­ჟებ­დი და პა­რო­დი­ას ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­ჯა­როდ არა­ფე­რი ამიტ­ვირ­თავს. მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის წრე­ში წარ­მო­ვად­გენ­დი პა­რო­დი­ებს, არა­მარ­ტო ბა­ტო­ნი შო­თა­სი, მყავს გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბიც. რა თქმა უნდა, ამა­ზე ვხა­ლი­სობ­დით. თუმ­ცა ისე მოხ­და, რომ ვი­დე­ოც ჩავ­წე­რე და მე­გობ­რებს მე­სენ­ჯერ­ში გა­ვუგ­ზავ­ნე, ძი­რი­თა­დად მათ, ვინც შო­თას ვი­დეო იცოდ­ნენ. ყვე­ლამ ერ­თად ვი­ხა­ლი­სეთ, მაგ­რამ ერთ-ერ­თმა თა­ვის "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე" ატ­ვირ­თა და ძა­ლი­ან მალე, წუ­თებ­ში, ის ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა. ჩემი მე­გო­ბა­რი ამას არ ელო­და, იმი­ტომ, რომ თვი­თონ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს დებს თა­ვის გვერ­დზე - სა­ხუ­მა­რო პოს­ტებს, შარ­ჟებს და ასე­თი რამ სხვა დროს არ მომ­ხდა­რა. მოკ­ლედ, ამ შე­დეგს არ ელო­და და მა­ლე­ვე აიღო, მაგ­რამ უკვე უამ­რავ ადა­მი­ანს ჰქონ­და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, ატ­ვირ­თუ­ლი იყო რა­ღაც გვერ­დებ­ზეც - კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სის­წრა­ფით გავ­რცელ­და. თა­ვი­დან ჩემი მი­სა­მარ­თით დიდი აგ­რე­სია წა­მო­ვი­და, ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი და­ი­წე­რა, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ იმის მი­ღე­ბა, რომ ხუმ­რო­ბა იყო, ცოტა მიხ­ვდა ამას. ჩემი მე­გო­ბა­რი ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და... (გაგრძელება)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით