"მზით დამწვარი მამაკაცების მიმართვიანობა გაიზარდა"
"მზით დამწვარი მამაკაცების მიმართვიანობა გაიზარდა"
პდამწვრობის ცენტრში წელს პაციენტებს შორის, რომლებმაც მზის დამწვრობა მიიღეს, 50 % მამაკაცი იყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, “წელს ამ მხრივ გენდერული თანაფარდობა დაცული იყო და გასულ წელთან შედარებით მზის შედეგად დამწვარი მამაკაცების მიმართვიანობა გაიზარდა”.

ქაშიბაძემ ასევე აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი ზოგადად პაციენტების მიმართვიანობა, როგორც სტაციონარულად, ისე ამბულატორიულად.

რაც შეეხება უშუალოდ ამ მომენტისთვის არსებულ სურათს, ქაშიბაძის ინფორმაციით, მზის დამწვრობის შედეგად
ცენტრში ახლა მხოლოდ ერთი პაციენტი - 22 წლის გოგონა მკურნალობს. მას სხეულის 30% - მკერდი და ზურგი აქვს დამწვარი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს. იგი ცენტრში გუშინ შეიყვანეს.

ამასთან, დამწვრობის ცენტრი დღეს დატოვა 12 წლის გოგონამ, რომელმაც ლეღვის ნახარშის შედეგად სხეულის
40%-იანი დამწვრობა მიიღო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები