ანაკლიაში გამართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სულ 18 პაციენტი შეიყვანეს - კვირის პალიტრა

ანაკლიაში გამართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სულ 18 პაციენტი შეიყვანეს

ანაკლიაში გამართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სულ 18 პაციენტი შეიყვანეს, მათგან ერთი გარდაიცვალა, 8-ს ალკოჰოლის ინტოქსიკაცია, ხოლო 3-ს დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული კლინიკის დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

რაც შეეხება დანარჩენებს, 2-ს კვებითი ინტოქსიკაცია, ერთს კი მუცლის არეში ტკივილი აღენიშნებოდა. ასევე, სამ შემთხვევაში იყო ზედაპირული ტრავმა, მათგან ერთს მხრის ამოვარდნილობა ჰქონდა.

პაციენტების ასაკი 30 წლამდეა და მათ შორის ქალებიც იყვნენ.

ამ მომენტისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არცერთი მათგანი აღარ არის. ყველა მათგანი გაეწერა.

ახალი ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES, ანაკლიაში 23-26 აგვისტოს, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა.