ზოგიერთ სკოლაში შესაძლოა, ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს
27-08-2018
ზოგიერთ სკოლაში შესაძლოა, ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს
მცირეკონტინგენტიან სკოლებში შესაძლებელია, ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ჩიქობავამ "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ჩიქობავამ აღნიშნა, მცირეკონტინგენტიან სკოლებში სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ ერთ დამრიგებელს არანაკლებ 10 მოსწავლე ჰყავდეს.

"კლასს აუცილებლად უნდა ჰყავდეს დამრიგებელი და ის აუცილებლად უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი. თუმცა, შესაძლებელია მცირეკონტინგენტიან სკოლებში ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს. ასეთ სკოლებში ერთადერთი რეკომენდაციაა,
რომ ერთ დამრიგებელს არანაკლებ 10 მოსწავლე ჰყავდეს“, - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით