27-08-2018
ბათუმში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი თამარის დასახლებაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეეჯახა.ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
იყავი პირველი!