ალავერდისა და ოჟიოს დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
27-08-2018
ალავერდისა და ოჟიოს დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
კახეთში, სოფლების - ალავერდისა და ოჟიოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა განუცხადა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მისივე ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორმა მოქალაქემ სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობა მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით