ანაკლიაში ფესტივალის მიმდინარეობისას სამედიცინო დახმარება 253 პირს დასჭირდა, 27 პირი კი, კლინიკაში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ანაკლიაში ფესტივალის მიმდინარეობისას სამედიცინო დახმარება 253 პირს დასჭირდა, 27 პირი კი, კლინიკაში გადაიყვანეს

ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან კლინიკებში ჯამში 27 პირია გადაყვანილი, - ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

უწყების ცნობით, ფესტივალის მიმდინარეობისას მედპერსონალი სულ 253 პირს მოემსახურა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 78 გამოძახება შეასრულა, ამათგან 53 პირს ზოგადი ჩივილები აღენიშნებოდა.

მათივე ინფორმაციით, 25 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, რომელთაგან მხოლოდ 11 პაციენტს დასჭირდა ჰისპიტალიზაცია, ჯამში, სულ 27 პირი იქნა კლინიკაში გადაყვანილი.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის, ყველა პაციენტი გაწერილია ბინაზე.

ცნობისთვის, ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე სამედიცინო მომსახურებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფდა. ფესტივალის გახსნიდან მის დასრულებამდე, ადგილზე განთავსებული იყო სასწრაფო დახმარების 5 ეკიპაჟი, სამედიცინო დახმარების 3 პუნქტი, 2 რეანომობილი და 5 ქვეითი პირველადი სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ფესტივალი 23 აგვისტოს გაიხსნა და 27 აგვისტოს დაიხურა.