"ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების, ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა" - კვირის პალიტრა

"ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების, ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა"

ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. 9 წლის ტატა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონა დენის დარტყმის შედეგად საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

როგორც ტატას დედის ფეისბუკპოსტიდან ირკვევა, ოჯახის ახლობელმა ბერმა და მეგობრებმა გარდაცვლი გოგონას სახელზე ტაზრის აშენება გადაწყვიტეს.

"გამარჯობა, გილოცავთ მარიამობას! არ ვიცი, აქ ამის დაწერა რამდენად სწორია, მაგრამ ჩვენ გარშემო იმდენმა გამოთქვა სურვილი რომ...ჩვენმა ბერმა გადაწყვიდა ტაძრის აშენება ტატიანას სახელზე, ჩვენთვის არაფერი უთხოვია, ბუნებრივია, ჩვენც გამოვთქვით სურვილი დახმარების,ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების (ნუკრის ბევრჯერ გამოუთქვამს სურვილი)ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა. ერთი მიზანი დაგვესახა, რომ დავეხმაროთ მამა ანუბის და ერთან ავაშენოთ კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი საქართველოში.

ვისაც სურვილი გაქვთ, გვერდით დაგვიდგეთ არ აქვს მნიშვნელობა 1 ლარი იქნება თუ 5ლარი, აგურს აგურზე რომ დადებ, კედელი აღიმართებაო, ჰოდა, ამ ერთობით მგონია რომ კეთილ საქმეს ყველა ერთად გავაკეთებთ" - წერს შვილმკვდარი დედა სოიალურ ქსელში.

მიმღები: ალექსანდრე მენაღარიშვილი

საქართველოს ბანკი GE19BG0000000674602100

პირადი ნომერი 60001138405

წყარო