რუსმა ოკუპანტებმა 62 წლის მამაკაცი გაიტაცეს
28-08-2018
რუსმა ოკუპანტებმა 62 წლის მამაკაცი გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, 62 წლის გიორგი ხარაზიშვილი გაიტაცეს. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შეშის მოსამარაგებლად იყო წასული.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით