თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს
29-08-2018
თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს
თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. მომხდარი ფაქტი "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, "საქართველოს მოქალაქეები ე.წ.საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული". მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის მისია და ასევე, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.
არჩილ
29 აგვისტო 2018 11:59
ოსებმა ნამეტანი გაუბერეს. მერკელის სიტყვებმა არდახმარებაზე უფრო დიდი გამბედაობა რუსებს და ოსებს.

რედაქტორის რჩევით