"გურამ კაშია ცდილობს დააპატიმრებინოს ყველა, ვინც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია"
29-08-2018
"გურამ კაშია ცდილობს დააპატიმრებინოს ყველა, ვინც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია"
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას გარშემო სკანადალი არ ცხრება.

"კაშია ცდილობს დააპატიმრებინოს ყველა, ვინც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია", - ამის შესახებ "ქართული მარშის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის ინფორმაციით, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, კოკა მორგოშიას პოლიციაში დაკითხვა უკვე სამი საათია მიმდინარეობს და არსებობს ინფორმაციები, რომ პოლიციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მორგოშია დააკავონ. ბრეგაძის განმარტებით, მორგოშიას დაკავებას თავად გურამ კაშიაც ითხოვს.

"გურამ კაშიას დაბეზღების გამო "ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი კოკა
მორგოშია უკვე 3 საათია პოლიციაშია. სარწმუნო წყაროდან გვაცნობეს,რომ "ქართული ოცნების“ პარლამენტარი ლევან კობიაშვილი ახდენს ზეწოლას, რომ მორგოშია დააკავონ.შეგახსენებთ ,რომ კოკა მორგოშიამ გამოხატა პროტესტი გურამ კაშიას მიერ მამათმავლების პრიზის აღების გამო. გულშემატკივართა აღშფოთებით შეშინებული კაშია ცდილობს დააპატიმრებინოს ყველა ის გულშემატკივარი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია.მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში
ეს პირველი შემთხვევაა,როდესაც ფეხბურთელი ითხოვს გულშემატკივრების დაპატიმრებას. ასეთი სამარცხვინო კაპიტანი ჰყავს ეროვნულ ნაკრებსგანაცხადა, - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

შეგახსენებთ, მორგოშია გამოკითხვაზე გურამ კაშიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების გამო დაიბარეს, თუმცა თვითონ მორგოშია აცხადებს, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი მუქარის შემცველი არ არის.

"მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და იქ არაფერი არ არის უკანონო და შესაბამისად, ვერც ვერაფერი იქნება მაგაში მუქარის შემცველი. თუ სტვენა და გულშემატკივრის გამოხატვა თავის პოზიციის, მუქარაა, რაღაც არამგონია. მუქარა მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება. ათი ათასობით გულშემატკივარია, ვინც მის პოზიციას და მის საქციელს გმობს და გასაკვირი იქნებოდა, რომ ესეც არ ყოფილიყო. მე რომ სულ დამაკავონ, უარესს მიიღებენ. თუ უნდა მისულიყო, სიტყვაზე, ათასი კაცი, მივა ასი ათასი. ეს არის და ეს. დანარჩენი თავიანთი გადასაწყვეტია,“ - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

როგორც ცნობილია, 9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე“ გაიმართება. "ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

"ინტრეპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით