ხანძარი გორში - დამწვარია 50 ჰა ტერიტორია - კვირის პალიტრა

ხანძარი გორში - დამწვარია 50 ჰა ტერიტორია

გორში, წყალმტკვარმშენის ტერიტორიაზე ხმელი ბალახი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 50 ჰა ტერიტორია.

ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. როგორც საგანგებოში აცხადებენ, დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

"ინტერპრესნიუსი"