ხაშურში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 100 მეხანძრე, 12 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები ცდილობს
30-08-2018
ხაშურში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას  100 მეხანძრე, 12 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები ცდილობს
ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე იწვის ფოთლოვანი ტყის საფარი, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

„ადგილზე იმყოფება 100 მეხანძრე-მაშველი და 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მათ შორის, ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები.

მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს
თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით