ხაშურში ხანძარს ამ დრომდე აქრობენ - ადგილზე მეხანძრეების რაოდენობა გაორმაგდა
ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის ხანძარი ისევ მძვინვარებს. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაახლოებით 10 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი.

მათივე ინფორმაციით, სამსახურმა მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა გაორმაგდა და ადგილზე უკვე 220 მეხანძრე მუშაობს. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ რთული რელიეფის გამო ადგილზე უფრო მეტად ცოცხალი ძალა მუშაობს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სურამიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, სოფელ ცედანთან ხანძარი გუშინ საღამოს
გაჩნდა. ცეცხლი ფოთლოვან ტყეშია გავრცელებული.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ტყის ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებში, შესაძლოა, ვერტმფრენი ჩაერთოს.
მისივე ვარაუდით, ხანძრის ლოკალიზება სავარაუდოდ, დღეს საღამოს მოხდება.

მისივე ინფორმაციით, ტყეში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ძირითადად, წიფლის ჯიშის ხე-მცენარეებია გავრცელებული და იშვიათი სახეობის ხეები არ გვხვდება.

თორნიკე გვაზავას ვარაუდით, ხანძარი შესაძლოა, როგორც ნადირობის სეზონის, ისე ადამიანის დაუდევრობის გამო გაჩნდა, თუმცა მისივე თქმით, რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით კი, ამ დროისთვის არ არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებული პუნქტის მიმართულებით გავრცელდეს.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები