ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია - რამდენი ახალგაზრდა გახდა წელს სტუდენტი?
ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია - რამდენი ახალგაზრდა გახდა წელს სტუდენტი?
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ს წარმოადგენს.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფომ სულ 10 614 სტუდენტი დააფინანსა, საიდანაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი 6 543-მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო სახელმწიფომ სრულად დააფინანსა 4 071 სტუდენტი.

"1 000-ზე ოდნავ მეტია 100%-იანი გრანტის მფლობელი, 1 500-მდეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 70%-იანი
დაფინანსება მოიპოვეს და დაახლოებით, 4 000-ია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 50%-იანი დაფინანსება მოიპოვეს. საერთო ჯამში, შედეგების მიხედვით, 6 500-ზე მეტია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც საკუთარი შედეგით მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება, დანარჩენი კი ის სტუდენტები არიან, რომლებიც იმ სახელმწიფო ფაკულეტეტებზე ჩაირიცხებიან, სადაც სწავლება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება",- აღნიშნა მაია
მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ქართული ენის მომზადების პროგრამას, მაია მიმინოშვილის თქმით, მასზე 1 211 აბიტურიენტი ჩაირიცხა, მათ შორის ერთი ოსურენოვანი. მისივე თქმით, პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა წელს გაიზარდა. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიღებული ქულის ან კონკრეტული დავალების შეფასების გასაჩივრების შესაძლებლობით აპლიკანტთან 2%-მა ისარგებლა.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი გამოცდების შედეგებს დეტალურად ვებ-გვერდზე დღეს, 13:00 საათზე გამოაქვეყნებს.


"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები