ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 12 000-მა ახალგაზრდამ ვერ გადალახა - კვირის პალიტრა

ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 12 000-მა ახალგაზრდამ ვერ გადალახა

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ უნივერსიტეტში ჩასარიცხად ქულები არ ეყოთ, 482-ია.

ამასთან, 39 000-ზე მეტი აპლიკანტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა ან გამოცდაზე არ გამოცხადდა დაახლოებით 12 000 მათგანი.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა წელს 1%-ით გაიზარდა.

ამასთან, მისივე თქმით, უნივერსიტეტებში 14 569 ადგილი ვაკანტური დარჩა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი გამოცდების შედეგებს დეტალურად ვებ-გვერდზე დღეს, 13:00 საათზე გამოაქვეყნებს.

იხილეთ ასევე: ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია - რამდენი ახალგაზრდა გახდა წელს სტუდენტი?