"სწავლა ნამ­დვი­ლი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი აღ­მოჩ­ნდა - დაბ­რუ­ნე­ბა ისევ ცხოვ­რე­ბა­ში" - 70 წლის სტუდენტის რთული და საინტერესო ცხოვრება
"სწავლა ნამ­დვი­ლი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი აღ­მოჩ­ნდა - დაბ­რუ­ნე­ბა ისევ ცხოვ­რე­ბა­ში" - 70 წლის სტუდენტის რთული და საინტერესო ცხოვრება
70 წლის გი­ორ­გი მი­ქა­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია და მი­აჩ­ნია, რომ ეს სენ­სა­ცია სუ­ლაც არ არის. ადა­მი­ა­ნი მეტი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მუდ­მი­ვად უნდა ის­წრა­ფო­დეს.

ჩვენ ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ცხოვ­რე­ბას თან­მიმ­დევ­რუ­ლად გავ­ყე­ვით, ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში რუ­სეთ­ში ორი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა, მათ შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი.

"რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ­დი და ყვე­ლა ეტა­პი - ბაღი, სკო­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი იქ მაქვს გავ­ლი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს დავ­ბრუნ­დი, მა­შინ, აქ რთუ­ლი პე­რი­ო­დი იწყე­ბო­და. მა­მი­დამ ბინა და­მი­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი,
თუმ­ცა გად­მოს­ვლის სურ­ვი­ლი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და. მე მინ­დო­და, მაგ­რამ მე­უღ­ლეს ამის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და.

ჩვენ შო­რის სხვა გა­უ­გებ­რო­ბას ესეც და­ე­მა­ტა და დავ­შორ­დით... 5 წლის შვი­ლი მას­თან დავ­ტო­ვე. რა­ღაც პე­რი­ო­დი მათ­თან კონ­ტაქ­ტი კი მქონ­და, მერე სარ­თოდ და­ი­კარ­გნენ, არა­ფე­რი ვი­ცო­დი მათ­ზე. ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე გა­თხო­ვი­ლა, უცხო­ელს
გაჰ­ყო­ლია, გვა­რიც შე­უც­ვლია და ვე­ღარ ვპო­უ­ლობ­დი... 22 წის შემ­დეგ ჩემ­მა ვაჟ­მა თა­ვად მომ­ძებ­ნა"
- გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი მი­ქა­ძე.

მას კი­დევ ერთი ვაჟი ჰყავს, რო­მე­ლიც მე­ო­რე მე­უღ­ლის­გან შე­ე­ძი­ნა. ქალი გერ­მა­ნე­ლი ყო­ფი­ლა და მას­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვლის შემ­დეგ იქორ­წი­ნა, თუმ­ცა 10 წლის წინ ბა­ტო­ნი გი­ორ­გი დაქვრივ­და:

"ბავ­შვი 11 წლის დამ­რჩა, ცოლი აღარ მო­ვიყ­ვა­ნე და მარ­ტომ გავ­ზარ­დე. ჩემი კოტე ივ­ნის­ში 22 წლის გახ­და, კარ­გი ბი­ჭია, ახლა ცო­ლიც მო­იყ­ვა­ნა... უფ­რო­სი ვაჟი კი ინ­გლის­შია გაზ­რდი­ლი" - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

გი­ორ­გი მი­ქა­ძემ თბი­ლის­ში გად­მოს­ვლის შემ­დეგ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო კონ­კურ­სში - იმ დრო­ის­თვის ახ­ლად­გახ­სნილ "რი­ტუ­ა­ლე­ბის სა­სახ­ლე­ში" კად­რებს არ­ჩევ­დნე­ნო.

"ჩემი ნაშ­რო­მი მო­ი­წო­ნეს და ცნო­ბი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფის, ომარ მხე­ი­ძის მო­ად­გი­ლე გავ­ხდი. მერე სა­მი­ნის­ტრო­ში, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ კუ­რორ­ტებს კუ­რი­რებ­და, გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ გა­და­მიყ­ვა­ნეს..." - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

90-იან წლებ­ში, მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბას ბარ­ში დაკ­ვრით გა­და­ურ­ჩა. ამ­ბობს რომ, ბავ­შვო­ბი­დან, რო­გორც უამ­რა­ვი მისი თა­ნა­ტო­ლი, რო­კით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ეს და­ეხ­მა­რა.

"7 წლის წინ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ინ­სულ­ტი და­მე­მარ­თა. ჩემი შვი­ლი გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვა იყო, რომ გერ­მა­ნი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი­ყო. მაგ­რამ 9 კლა­სი და­ამ­თავ­რა და ისე, რომ არ ვი­ცო­დი, სწავ­ლა "იკა­როს­ში" და­ი­წყო, სას­წავ­ლე­ბელ­ში, რო­მე­ლიც ტუ­რიზ­მის­თვის სა­ჭი­რო კად­რებს ამ­ზა­დებს. სა­რეს­ტორ­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობ­და, მიმ­ტა­ნა­დაც მუ­შა­ობ­და და ყვე­ლა­ნა­ი­რად მეხ­მა­რე­ბო­და, რომ ფეხ­ზე დავ­მდგა­რი­ყა­ვი. მეხ­მა­რე­ბო­და უფ­რო­სი შვი­ლიც. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები