"სწავლა ნამ­დვი­ლი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი აღ­მოჩ­ნდა - დაბ­რუ­ნე­ბა ისევ ცხოვ­რე­ბა­ში" - 70 წლის სტუდენტის რთული და საინტერესო ცხოვრება - კვირის პალიტრა

"სწავლა ნამ­დვი­ლი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი აღ­მოჩ­ნდა - დაბ­რუ­ნე­ბა ისევ ცხოვ­რე­ბა­ში" - 70 წლის სტუდენტის რთული და საინტერესო ცხოვრება

70 წლის გიორგი მიქაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და მიაჩნია, რომ ეს სენსაცია სულაც არ არის. ადამიანი მეტი განვითარებისკენ მუდმივად უნდა ისწრაფოდეს.

ჩვენ ბატონი გიორგის ცხოვრებას თანმიმდევრულად გავყევით, ამბობს, რომ ახალგაზრდობაში რუსეთში ორი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, მათ შორის ეკონომიკური ფაკულტეტი.

"რუსეთში ვცხოვრობდი და ყველა ეტაპი - ბაღი, სკოლა უმაღლესი სასწავლებლები იქ მაქვს გავლილი. საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს დავბრუნდი, მაშინ, აქ რთული პერიოდი იწყებოდა. მამიდამ ბინა დამიტოვა და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, თუმცა გადმოსვლის სურვილი დიდი ხნის განმავლობაში მქონდა. მე მინდოდა, მაგრამ მეუღლეს ამის სურვილი არ ჰქონდა.

ჩვენ შორის სხვა გაუგებრობას ესეც დაემატა და დავშორდით... 5 წლის შვილი მასთან დავტოვე. რაღაც პერიოდი მათთან კონტაქტი კი მქონდა, მერე სართოდ დაიკარგნენ, არაფერი ვიცოდი მათზე. ჩემი ყოფილი მეუღლე გათხოვილა, უცხოელს გაჰყოლია, გვარიც შეუცვლია და ვეღარ ვპოულობდი... 22 წის შემდეგ ჩემმა ვაჟმა თავად მომძებნა" - გვეუბნება გიორგი მიქაძე.

მას კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც მეორე მეუღლისგან შეეძინა. ქალი გერმანელი ყოფილა და მასზე საქართველოში გადმოსვლის შემდეგ იქორწინა, თუმცა 10 წლის წინ ბატონი გიორგი დაქვრივდა:

"ბავშვი 11 წლის დამრჩა, ცოლი აღარ მოვიყვანე და მარტომ გავზარდე. ჩემი კოტე ივნისში 22 წლის გახდა, კარგი ბიჭია, ახლა ცოლიც მოიყვანა... უფროსი ვაჟი კი ინგლისშია გაზრდილი" - გვიყვება რესპონდენტი.

გიორგი მიქაძემ თბილისში გადმოსვლის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო კონკურსში - იმ დროისთვის ახლადგახსნილ "რიტუალების სასახლეში" კადრებს არჩევდნენო.

"ჩემი ნაშრომი მოიწონეს და ცნობილი ქორეოგრაფის, ომარ მხეიძის მოადგილე გავხდი. მერე სამინისტროში, რომელიც ადგილობრივ კურორტებს კურირებდა, განყოფილების უფროსის მოადგილედ გადამიყვანეს..." - გვიყვება რესპონდენტი.

90-იან წლებში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობას ბარში დაკვრით გადაურჩა. ამბობს რომ, ბავშვობიდან, როგორც უამრავი მისი თანატოლი, როკით იყო გატაცებული და ეს დაეხმარა.

"7 წლის წინ, მოულოდნელად ინსულტი დამემართა. ჩემი შვილი გერმანულ სკოლაში სწავლობდა, კარგი პერსპექტივა იყო, რომ გერმანიაში სასწავლებლად წასულიყო. მაგრამ 9 კლასი დაამთავრა და ისე, რომ არ ვიცოდი, სწავლა "იკაროსში" დაიწყო, სასწავლებელში, რომელიც ტურიზმისთვის საჭირო კადრებს ამზადებს. სარესტორნო მიმართულებით სწავლობდა, მიმტანადაც მუშაობდა და ყველანაირად მეხმარებოდა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. მეხმარებოდა უფროსი შვილიც. იხილეთ სრულად