"შვილის გაუცხოვების მეშინოდა"
31-08-2018
"შვილის გაუცხოვების მეშინოდა"
წლებია, რაც ნიჭიერი ქართველი მომღერალი - ნინი შერმადინი ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე თვეა, საქართველოში იმყოფება. ნინი აქაც აქტიურად მუშაობს. მიიჩნევს, რომ მისი წარმატება მიზანდასახულობისა და შრომის შედეგია. სექტემბრისთვის მომღერალი კვლავ ამერიკაში გაემგზავრება, შემდეგ კი შვილსაც წაიყვანს.

- უმთავრესი მიზეზი, რის გამოც საქართველოში მოვემგზავრები, ჩემი შვილი და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები არიან. ამჟამად, ორი კვირით ჩამოვედი, მაგრამ გაუთვალისწინებელი რაღაცები მოხდა, რის გამოც დარჩენა მომიხდა. საქართველოდან უამრავი შემოთავაზება მქონდა - ნინი,
რადგან აქ ხარ, ბარემ კლიპი ხომ არ გადავიღოთ, დუეტები ხომ არ ჩავწეროთო და ა.შ. გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი და მსმენელებისთვის თავი შემეხსენებინა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც აქ დავრჩი. აქტიურად ვმუშაობ.

- ამერიკაში დაბრუნება შედის შენს გეგმებში?
- რა თქმა უნდა, სექტემბერში მივდივარ, რადგან იქაც ბევრი რამ
მაქვს გასაკეთებელი.

- ამერიკული ცხოვრების რიტმს როგორ მოერგე?
- 6 წელია, რაც იქ ვარ - მივეჩვიე. ეს ქვეყანა "ჩემია". ამერიკამ ბევრი რამ მომცა და არ შეიძლება, მადლიერი არ ვიყო, არ მიყვარდეს, რადგან ის ჩემი მეორე სახლია, სადაც სტაბილური სამსახური მაქვს, იქაურობა მიყვარს, ბევრი ახალი მეგობარი, არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს... იქაური ცხოვრების რიტმს მოვერგე, ფეხიც ავუწყვე და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი წარმატებული, შემდგარი ქართველი გახლავართ, ვინც იქ წავიდა და მუშაობს. რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან უცხო ქვეყანაში ყველაფრის ნულიდან დაწყება ყოველთვის სირთულეებს უკავშირდება. როცა ახალგაზრდა ხარ, გინდა გაერთო, ყველაფერი დაათვალიერო, მეტი თავისუფალი დრო გქონდეს, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც მართლა დიდი კონკურენციაა, უამრავი ნიჭიერი ადამიანი ჩადის, რიტმს არ უნდა ჩამორჩე, ფეხი არ უნდა აგერიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი გაგისწრებს. რაღაც მსხვერპლის გაღება ყოველთვის გიწევს, ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა. როცა იცი, რა გინდა, რას ითხოვ, რას ელოდები, შეიძლება, მიზანი ადვილად მისაღწევიც ჩანდეს. მთავარია, შრომისუნარიანი იყო და ძლიერი ნებისყოფა გქონდეს, მერე ყველაფერს შეძლებ.

- ამ ხნის განმავლობაში, სასოწარკვეთა არ გიგრძნია?
- არა, ისეთი ტიპის ადამიანი არ ვარ, რომ სასოწარკვეთას მივეცე, დეპრესიაში ჩავვარდე, მით უმეტეს, როცა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე: ქვეყნიდან წასვლა მე გადავწყვიტე, არავის გავუგდივარ; არც ისეთი პირობები მქონდა, რომ წასასვლელად მქონოდა საქმე, პირიქით - თავს ყოველთვის შემდგარ ადამიანად ვგრძნობდი, პატივს მცემდნენ... სიმართლე გითხრა, ამ ყველაფერზე უარის თქმა ურთულესი იყო, მაგრამ მინდოდა, როგორც პროფესიონალი, გავზრდილიყავი. რატომღაც, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც დონეზე, ჩემს ქვეყანაში საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე. ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან სიმღერების, ტექსტების წერა სწორედ ამერიკაში დავიწყე, ბევრ თეატრში და სტუდიაში მქონდა მასტერკლასი. სამომავლოდაც, საქმიანი შემოთავაზებები ფრენკი პრევიტისგან ("ოქროს გლობუსის" და "ოსკარის" მფლობელი, ცნობილი მუსიკოსი, "ბინძური ცეკვების" საუნდთრეკის ავტორი და შემსრულებელი) მაქვს. ასევე, ჩემი ბენდი მყავს: ირაკლი შარაძე, ნოდარ სინაურიძე და მე საღამოებს ერთად ვმართავთ. მოკლედ, აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ვეწევი. ამასთან, ბანკში ვმუშაობდი. ეს პროფესიაც ამერიკაში შევიძინე - ბევრი ვიწვალე და ვისწავლე.

- ბანკში აღარ მუშაობ?
- არა, წამოვედი, რადგან 6 თვით რომ წამოხვალ, არც ერთი სამსახური არ დაგელოდება.

- ამერიკიდან დაბრუნებულს შვილთან ურთიერთობაში გარკვეულწილად, გაუცხოება ხომ არ შეგინიშნავს?
გაგრძელება
daria
01 სექტემბერი 2018 12:23
ძალიან საყვარელი ბავშვია

რედაქტორის რჩევით