"გაუსაძლის პირობებში გვიწევდა ყოფნა" - როგორ მოატყუეს თურქეთში თხილის საკრეფად ჩასული ქართველები
01-09-2018
"გაუსაძლის პირობებში გვიწევდა ყოფნა" - როგორ მოატყუეს თურქეთში თხილის საკრეფად ჩასული ქართველები
თურქეთში სეზონურად მომუშავე საქართველოს 28 მოქალაქემ, რომლებიც ორდუს ილის უნიოს რაიონში თხილის საკრეფად არიან ჩასულები, ადგილობრივ ჟანდარმერიაში საჩივარი შეიტანეს და განაცხადეს, რომ დამქირავებლებმა ისინი მოატყუეს და ხელფასს არ უხდიან, - იუწყება თურქული გამოცემა «Milliyet».
პუბლიკაციაში ციტირებულია საქართველოს მოქალაქეების მამუკა ოკრიბაშვილისა და სალომე დვალიშვილის განცხადებები, რომელთა მიხედვით, 28 ქართველი თხილს 1 აგვისტოდან კრეფდა, მაგრამ ერთ თვეში საერთო ჯამში ყველას მხოლოდ 9 ათასამდე ლირა მისცეს. ისინი ნახევრად შიმშილობდნენ და გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.

"მუშაობის დაწყებიდან 4-5 დღის შემდეგ მოვითხოვეთ თანხის გარკვეული ნაწილი იქ ყოფნისა და არსებობისთვის, გვითხრეს, რომ მალე მოგცემთ ფულსო, თუმცა მას მერე არაფერი მოუციათ", - განაცხადა მამუკა ოკრიბაშვილმა.

"იმის გარდა, რომ შესრულებული სამუშაოსთვის ფულს არ გვაძლევენ, საშინელ პირობებში გვიწევდა ცხოვრება, მხოლოდ პომიდორს, ნახევარ პურს და დამპალ
ყურძენს გვაჭმევდნენ, საცხოვრებელი პირობებიც საშინელი იყო", - განაცხადა სალომე დვალიშვილმა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

shoko
03 სექტემბერი 2018 09:17
როგორც არ უნდა გიჭირდეს თურქს არ უნდა დაემონო ვაი ბედკრულო საქართველოვ
რა გიკვირთ ნეტა
03 სექტემბერი 2018 09:16
ერთ მორწმუნე საკუთარი მთავრობა ნაკლებს გიშვებათ?)
sos
01 სექტემბერი 2018 14:57
რა ქნან თურქებმა ქართველი ქურდები წილში არიან ჩამჯდარი. ვინ?ისინი ვინც გაუშვეს საქართველოდან.

რედაქტორის რჩევით