"ჩვენი ურთიერთობა სხვასთან განხილვას არ საჭიროებს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ურთიერთობა სხვასთან განხილვას არ საჭიროებს"

რითი ამაყობს ყველაზე მეტად, რა მნიშვნელოვან დეტალს შეცვლიდა ცხოვრებაში, რა თემებს განიხილავს სადაქალოსთან ერთად და როგორი უმკლავდება ცხოვრებისეულ პრობლემებს? - ამ და სხვა თემებზე მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ჟურნალ "გზას" ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს:

ფოტოგალერეა

- ამ ზაფხულს საზღვარგარეთ წასვლა ვერ მოვახერხე, მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი მქონდა. ბათუმსა და ბაკურიანში ვიყავი - ოჯახთან ერთად დავისვენე. ახლა უკვე თბილისში ვარ.

- თავს ძლიერ ქალად მიიჩნევ?

- კი. ქალი ძლიერი მაშინ არის, როდესაც ყველაფერს ახერხებს - თავის საქმეშიც წარმატებულია და ოჯახშიც კარგადაა. მითია, რომ კარიერა და ოჯახი ერთად არ არსებობს. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი მაგალითი არსებობს, რომ კარიერის და ოჯახის შეთავსება შესაძლებელია. მთავარი მონდომებაა.

- მეცხრე წელია, დაოჯახებული ხარ. ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისული სიტუაცია არ შეგქმნია? - "კრიზისს" ვერ დავარქმევ - ეს სიტყვა ძალიან დიდ სირთულესთან ასოცირდება, მაგრამ მგონი, ცოლ-ქმარი არ არსებობს, ვისაც კამათი, პატარა კონფლიქტი არ მოსვლია. ამის გარეშე ჩემი ცხოვრებაც ვერ წარმომიდგენია, რადგან როდესაც ორ ადამიანს შორის ინტერესი და სიყვარულია, კამათი და ცოტა ჩხუბიც იქნება. ჩემთვის საინტერესო ეს არის. ისეთი კრიზისი, რომ ვაიმე, გაძლებაზე ვართ და დღეს-ხვალ ოჯახი დაგვენგრევაო, რა თქმა უნდა, არ გვქონია და ვიმედოვნებ, არც გვექნება. ჩემი აზრით, პატარ-პატარა კრიზისები ყველა ცოლ-ქმარს შორის არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი გადალახული მაქვს.

- ცოლქმრულ პრობლემებს ვინმესთან განიხილავ? - მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთთან ისეთი მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა სხვასთან განხილვას არ საჭიროებს და მგონი, ეს სწორიც არ იქნება - ცოლ-ქმრის ურთიერთობა ცოლქმრისაა და თუ მათ შორის ურთიერთგაგება, მეგობრობა და ერთგულებაა, ყველაფერი იქვე გვარდება. რეალურად, სიყვარული ეს არის: ურთიერთპატივისცემა და ერთგულება, მერე უკვე სხვა დანარჩენი ურთიერთობიდან მოდის. მე და ბექა ყოველთვის ერთმანეთს ვესაუბრებით პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე, ცუდზეც და კარგზეც... (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა