"ჩვენი ურთიერთობა სხვასთან განხილვას არ საჭიროებს"
"ჩვენი ურთიერთობა სხვასთან განხილვას არ საჭიროებს"
რითი ამაყობს ყველაზე მეტად, რა მნიშვნელოვან დეტალს შეცვლიდა ცხოვრებაში, რა თემებს განიხილავს სადაქალოსთან ერთად და როგორი უმკლავდება ცხოვრებისეულ პრობლემებს? - ამ და სხვა თემებზე მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ჟურნალ "გზას" ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს:


- ამ ზაფხულს საზღვარგარეთ წასვლა ვერ მოვახერხე, მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი მქონდა. ბათუმსა და ბაკურიანში ვიყავი - ოჯახთან ერთად დავისვენე. ახლა უკვე თბილისში ვარ.

- თავს ძლიერ ქალად მიიჩნევ?
- კი. ქალი ძლიერი მაშინ არის,
როდესაც ყველაფერს ახერხებს - თავის საქმეშიც წარმატებულია და ოჯახშიც კარგადაა. მითია, რომ კარიერა და ოჯახი ერთად არ არსებობს. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი მაგალითი
არსებობს, რომ კარიერის და ოჯახის შეთავსება შესაძლებელია. მთავარი მონდომებაა.

- მეცხრე წელია, დაოჯახებული ხარ. ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისული სიტუაცია არ შეგქმნია?
- "კრიზისს" ვერ დავარქმევ - ეს სიტყვა ძალიან დიდ სირთულესთან ასოცირდება, მაგრამ მგონი, ცოლ-ქმარი არ არსებობს, ვისაც კამათი, პატარა კონფლიქტი არ მოსვლია. ამის გარეშე ჩემი ცხოვრებაც ვერ წარმომიდგენია, რადგან როდესაც ორ ადამიანს შორის ინტერესი და სიყვარულია, კამათი და ცოტა ჩხუბიც იქნება. ჩემთვის საინტერესო ეს არის. ისეთი კრიზისი, რომ ვაიმე, გაძლებაზე ვართ და დღეს-ხვალ ოჯახი დაგვენგრევაო, რა თქმა უნდა, არ გვქონია და ვიმედოვნებ, არც გვექნება. ჩემი აზრით, პატარ-პატარა კრიზისები ყველა ცოლ-ქმარს შორის არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი გადალახული მაქვს.

- ცოლქმრულ პრობლემებს ვინმესთან განიხილავ?
- მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთთან ისეთი მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა სხვასთან განხილვას არ საჭიროებს და მგონი, ეს სწორიც არ იქნება - ცოლ-ქმრის ურთიერთობა ცოლქმრისაა და თუ მათ შორის ურთიერთგაგება, მეგობრობა და ერთგულებაა, ყველაფერი იქვე გვარდება. რეალურად, სიყვარული ეს არის: ურთიერთპატივისცემა და ერთგულება, მერე უკვე სხვა დანარჩენი ურთიერთობიდან მოდის. მე და ბექა ყოველთვის ერთმანეთს ვესაუბრებით პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე, ცუდზეც და კარგზეც... (იხილეთ სრულად)


გია
01 სექტემბერი 2018 15:13
ყველაზე სასაცილო არის ის,რომ საქართველოში ნადვილი ,თანამედროვე ტელევიზია საერთოდ არ არსებობს,მაგრამ ყველას რატომღაც ტელეწამყვანი,ტელეჟურნალისტი და ტელევარსკვლავი ქვია)))))
მიხო
01 სექტემბერი 2018 13:52
უძლიერესი სტატიაა, დიდი სიამოვნება მივიღე და უკვე სხვა თვალით ვუყურებ ცხოვრებას.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები