როგორი ამინდი იქნება საქართველოში 2-5 სექტემბერს
01-09-2018
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 2-5 სექტემბერს
5 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი იქნება. როგორც „ინტეპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ცაკლეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე, მცირე წვიმა. კერძოდ, 3 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლოა იწვიმოს.
ამასთან, 3–4 სექტემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 17–22 მ/წ–ში იქნება.

5 სექტემბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28–30 გრადუსის ფარგლებში იქნება; დასავლეთ საქართველოს
დაბლობში – დღისით ჰაერის ტემპერატურა 29–34 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 25–30 გრადუსის ფარგლებში იქნება.
5 სექტემბრამდე თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა შესაძლებელია ღამისა და საღამოს საათებში იყოს მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით 27–29 გრადუსის ფარგლებში იქნება;


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?