"მიმაჩნია, რომ ერთი პარტნიორი უნდა გყავდეს და ის ერთჯერად ურთიერთობებში არ უნდა გაცვალო"
01-09-2018
"მიმაჩნია, რომ ერთი პარტნიორი უნდა გყავდეს და ის ერთჯერად ურთიერთობებში არ უნდა გაცვალო"
"საკურორტო რომანს რუსების მიერ შემოტანილ მოვლენად აღვიქვამ"

ზაფხული შვებულებებისა და გართობის დროა. წელიწადის ამ დროს ადამიანები ცდილობენ, კარგად დაისვენონ და განიტვირთონ, ამიტომ, საკურორტო რომანები ჩვეულებრივ ამბად არის მიჩნეული. რას ფიქრობენ საკურორტო რომანებზე ქართული ინტელიგენციისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები? - ამ საკითხზე თვითონ გვიამბობენ:

"სიყვარული შეიძლება ყველგან იპოვო"

ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:
- საკურორტო რომანებისა როგორ არ მჯერა, ჩემ გარშემოც არიან ადამიანები, რომელთა ე.წ. საკურორტო რომანი სერიოზულ გრძნობაში გადაზრდილა, ოჯახიც შეუქმნიათ და ახლა მშვენივრად
გრძნობენ თავს. მართალია, ქართველი მამაკაცები ასეთ ურთიერთობას ცოტა ალმაცერად უყურებენ, მაგრამ XXI საუკუნეა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სიყვარული შეიძლება ყველგან იპოვო - მთაშიც, ბარშიც, ზღვაზე, კურორტზე და ლილოს ბაზრობაზეც კი.

"რაღა დროს ჩემი საკურორტო რომანებია?"

ნიკა არაბიძე, იუმორისტი:
- ჩემთვის საკურორტო რომანები ზღვასთან ასოცირდება. როცა
ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ერთი სული მქონდა, ზღვაზე როდის წავიდოდი და ზაფხულის განუმეორებელი დღეებით დავტკბებოდი, მსუბუქი ფლირტიც მქონია, მაგრამ მერე ამ ურთიერთობას სერიოზული არაფერი მოჰყოლია. ახლა კი, რაღა დროს ჩემი საკურორტო რომანებია? ისედაც, ვფიქრობ, რომ ასეთი რომანები დიდი ხანგრძლივობით არ გამოირჩევა, დიდხანს ვერ ძლებს და სერიოზულად ვერც კი აღვიქვამ. ამავე დროს, გამორიცხული არაფერია და სიყვარული შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში გეწვიოს. ჩემი მეგობარი, მაგალითად, მომავალ მეუღლეს მანქანით დაეჯახა და ასე გაიცნო. მერე ამ მანქანის გარემონტების პროცესში ააწყვეს ურთიერთობა და დღეს უკვე ცოლ-ქმარი არიან. მიუხედავად უსიამოვნო დასაწყისისა, ძალიან კარგი ოჯახი შექმნეს. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით