"აქა­უ­რო­ბა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის თავ­შე­საფ­რად იქცა" - აფხაზეთში თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის ვაჟი გაიტაცეს - კვირის პალიტრა

"აქა­უ­რო­ბა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის თავ­შე­საფ­რად იქცა" - აფხაზეთში თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის ვაჟი გაიტაცეს

აფხაზეთში, თბილისის “დინამოს” ცნობილი მეკარის, ვალტერ სანაიას შვილი - ბიზნესმენი გენადი სანაია გაიტაცეს... ანონიმურმა წყარომ ამის შესახებ სოციალურ ქსელში 25 აგვისტოს დაწერა და აღნიშნა, რომ ბიზნესმენი სოხუმში 24 აგვისტოს გაიტაცეს.

აფხაზეთის ე.წ. გენპროკურორის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის დარუ ამიჩბას თქმით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე - იარაღის გამოყენებითა და მუქარით, ადამიანის ჯგუფური გატაცების მუხლით.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილი ფეხბურთელის ვალტერ სანაიას ვაჟი 1944 წელს სოხუმში დაიბადა. გენადი სანაია აფხაზეთსა და მოსკოვში ცხოვრობდა და არსებული ინფორმაციით, სამშენებლო ბიზნესში იყო. მისი მოღვაწეობა ბიზნესში ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან დაიწყო. ასევე იყო 6-й Таксомоторный парк-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.

75 წლის ბიზნესმენი ქვემო ეშერიდან ავტომანქანით გაიტაცეს და მისი გატაცების შემდეგ, რაიმე ვერსიები ადგილსამყოფელის ან გათავისუფლების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნის შესახებ არ ვრცელდება.

აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამ თემაზე აღშფოთებულმა ისაუბრა და მედიას დაპირდა, რომ “გამოძიება ყველაფერს გააკეთებდა, რომ ბიზნესმენი უახლოეს დღეებში სახლში დაბრუნებულიყო.”

ცნობილი ბიზნესმენის გატაცების ფაქტზე, ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ გადაუარა პროტესტის ტალღამ. მათი თქმით, უმძიმესი სოციალური პრობლემების გამო ყველანაირი ღირსება დაიკარგა.

საზოგადოებაში საუბრობენ დაუსჯელობის სინდრომსა და რეგიონში კრიმინოგენული მდგომარეობის დამძიმებაზე. გაგრძელება

ფოტოზე: ვალტერ სანაია