"აქა­უ­რო­ბა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის თავ­შე­საფ­რად იქცა" - აფხაზეთში თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის ვაჟი გაიტაცეს
01-09-2018
"აქა­უ­რო­ბა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის თავ­შე­საფ­რად იქცა" - აფხაზეთში თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის ვაჟი გაიტაცეს
აფხა­ზეთ­ში, თბი­ლი­სის “დი­ნა­მოს” ცნო­ბი­ლი მე­კა­რის, ვალ­ტერ სა­ნა­ი­ას შვი­ლი - ბიზ­ნეს­მე­ნი გე­ნა­დი სა­ნა­ია გა­ი­ტა­ცეს... ანო­ნი­მურ­მა წყა­რომ ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 25 აგ­ვის­ტოს და­წე­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი სო­ხუმ­ში 24 აგ­ვის­ტოს გა­ი­ტა­ცეს.

აფხა­ზე­თის ე.წ. გენპ­რო­კუ­რო­რის თა­ნა­შემ­წის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის დარუ ამიჩ­ბას თქმით, აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე - ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და მუ­ქა­რით, ადა­მი­ა­ნის ჯგუ­ფუ­რი გა­ტა­ცე­ბის მუხ­ლით.

პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ვალ­ტერ სა­ნა­ი­ას ვაჟი 1944 წელს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. გე­ნა­დი სა­ნა­ია აფხა­ზეთ­სა და მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და და
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნეს­ში იყო. მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა ბიზ­ნეს­ში ჯერ კი­დევ 80-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო. ასე­ვე იყო 6-й Таксомоторный парк-ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი.

75 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი ქვე­მო ეშე­რი­დან ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ი­ტა­ცეს და მისი გა­ტა­ცე­ბის შემ­დეგ, რა­ი­მე ვერ­სი­ე­ბი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ თან­ხის მო­თხოვ­ნის შე­სა­ხებ არ ვრცელ­დე­ბა.

აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო
ლი­დერ­მა რაულ ხა­ჯიმ­ბამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას ამ თე­მა­ზე აღ­შფო­თე­ბულ­მა ისა­უბ­რა და მე­დი­ას და­პირ­და, რომ “გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.”

ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტზე, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ გა­და­უ­ა­რა პრო­ტეს­ტის ტალ­ღამ. მათი თქმით, უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ყვე­ლა­ნა­ი­რი ღირ­სე­ბა და­ი­კარ­გა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­უბ­რო­ბენ და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრომ­სა და რე­გი­ონ­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა­ზე. გაგრძელება

ფოტოზე: ვალტერ სანაია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით