"5 წლამდე გოგონა მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდა, წამებში უნდა დაძრულიყო მატარებელი, არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს ბიჭი" - რა მოხდა ქობულეთში?
"5 წლამდე გოგონა მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდა, წამებში უნდა დაძრულიყო მატარებელი, არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს ბიჭი" - რა მოხდა ქობულეთში?
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" რედაქტორი თამუნა ნეფარიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფაქტის შესახებ წერს, რომელსაც თავად შეესწრო.

"განა მარტო პოლიციასა და ჯარში არიან გმირები! ახლახან გავხდი გმირობის ფაქტის შემსწრე. ეს ბიჭი არის ირაკლი კვირკველია, ქობულეთის რკინიგზის სადგურის უფროსი, ნახევარი საათი ვეჩალიჩე, რომ ფოტოს გადაღებაზე დამეთანხმებინა. მატარებლიდან ჩამოსული 4-5 წლის გოგონა, კარებიდან 2-3 მეტრში, მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდა, წამებში უნდა დაძრულიყო მატარებელი. ატყდა წივილ-კივილი, არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს ბიჭი ამ არასამუშაო
დღეს იქ და წამებში დაუფიქრებლად ჩახტა და ამოიყვანა ეს ბავშვი. ახლაც მაკანკალებს ის სურათი რომ მახსენდება. ბავშვს არაფერი მოსვლია, თუ არ ჩავთვლით სტრესს. მშობლები ალბათ ისე დაიბნენ, არც კი იციან ვინ გადაარჩინა მათი შვილი, მე კი მომინდა ეს ამბავი თქვენთვისაც გამეზიარებინა" , -წერს თამუნა ნეფარიძე. (წყარო)

ფოტოზე: ირაკლი კვირკველია


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები