"ფინალურ ტურებში ისეთებს დავინახავ, გულის შეტევა დამეწყება და ვიტყვი, ამას მოდელობასთან საერთდოდ რა აკავშირებს-თქო" - კვირის პალიტრა

"ფინალურ ტურებში ისეთებს დავინახავ, გულის შეტევა დამეწყება და ვიტყვი, ამას მოდელობასთან საერთდოდ რა აკავშირებს-თქო"

ბოლო დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოდელი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა და ადევნებდა თვალს, "ვიქტორია სეკრეტის" ქასთინგის მეორე ტურში ვერ გადავიდა.

თაკო ნაცვლიშვილს პირველად არ მიუღია მონაწილეობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ "ვიქტორია სეკრეტის" ქასთინგში. გასულ წლებში პირველი შესარჩევი ტური მოდელმა წარმატებით გადალახა, თუმცა წელს არ გაუმართლა.

როგორც თაკო საკუთარ ინსტაგრამზე წერს, დანებებას არ აპირებს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველათქვენთაგანი მყავს და დანარჩენი არ მაღელვებს. თქვენ მაძლიერებთ! დიდი მადლობა მხარადჭერისთვის. გპირდებით არ დავნებდი".

ქართველ მოდელს ინსტაგრამზე უამრავი ადამიანი ამხნავებს, ბევრი მათგანისთვის თაკოს შოუს მიღა დარჩენა წარმოუდგენელიც კი აღმოჩნდა.

"ჯერ კიდევ არ მჯერა. ახლა კი ფინალურ ტურში ისეთებს დავინახავ, გულის შეტევა დამეწყება და ვიტყვი, ამას საერთოდ მოდელობასთან რა აკავშირებს-თქო" - წერს თაკოს გულშემატკივარი მის ოფიციალურ ინსტაგრამის გვერდზე.

10 ყველაზე ცნობილი ქართველი დედა-შვილი

დიდებული ევროპა, მშვენიერი აღმოსავლეთი და მართლაც ქართული - ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალები