"შემთხვევა ჯირითის დროს მოხდა, დაცემის დროს გონება დაკარგა" - თუშეთში ახალგაზრდა ქალი ცხენიდან გადმოვარდა - კვირის პალიტრა

"შემთხვევა ჯირითის დროს მოხდა, დაცემის დროს გონება დაკარგა" - თუშეთში ახალგაზრდა ქალი ცხენიდან გადმოვარდა

თუშეთში ახალგაზრდა ქალი ცხენიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ ომალოში მოხდა.

თუშეთის გამგებლის ლადო კახოიძის თქმით, ქალმა თავის ტრავმა მიიღო და ის ვერტმფრენით თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ჯირითის დროს მოხდა შემთხვევა. დაცემის დროს გონება დაკარგა. ვერტმფრენი გამოვიძახეთ და გადაიყვანეს საავადმყოფოში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლადო კახოიძემ."