"ამ ამბავს თუ ვინმე გაიგებს, ისიც მოკვდება" - მოზარდების ინტერნტშანტაჟისა და თვალთვალის ფაქტები
03-09-2018
"ამ ამბავს თუ ვინმე გაიგებს, ისიც მოკვდება" - მოზარდების ინტერნტშანტაჟისა და თვალთვალის ფაქტები
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს განათლებისა და განვითარების ცენტრი" რამდენიმე თვის წინ შეუდგა ქართულ ინტერნეტსამყაროში არსებული სიტუაციის შესწავლას. ორგანიზაციის წევრი ალექსანდრე ადამაშვილი გაზეთ"კვირის პალიტრასთან" აცხადებს, რომ დღეისათვის ქართულ ინტერნეტსივრცეში არაერთ მავნე თამაშს შეხვდებით, მათი პოტენციური მსხვერპლი კი არასრულწლოვნები არიან. გამოკითხული მოზარდებიდან ყოვ­ელი მე-7 ინფორმირებული ან ჩართულია ამ თამაშებში, ყოველი მე-3 კი რაიმე ფორმით გამხდარა ინტერნეტბულინგის მსხვერპლი. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

ალექსანდრე ადამაშვილი:
- მოსწავლეები გვიყვებოდნენ, რა სახის პრობლემებს აწყდებოდნენ სოციალურ ქსელებში, გვაწვდიდნენ მაგალითებს, თუ
როგორ ერთვებოდნენ ბავშვები სხვადასხვა მავნე თამაშში, გვისახელებდნენ კონკრეტულ ჯგუფებს, გვერდებს, სადაც ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომი და უკონტროლოა. იქვე შეხვდებით ეროტიკული შინაარსის პოსტებს თუ სტატიებს და მავნე თამაშების პოპულარიზაციას.

გარ
და ამისა, მოსწავლეების თქმით, ხშირია არასრულწლოვნების ლაივებში ჩართვა, ბავშვების ერთმანეთთან ვითომ უწყინარი საუბარი, გაცნობა, შემდეგ კი მოზარდების ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ეროტიკულ საიტზე ხვდება.


სავარაუდოდ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იწერენ ამ ლაივებს, შემდეგ ამონტაჟებენ და ათავსებენ სხვადასხვა საიტზე.
...
"ლურჯი ვეშაპის" ჯგუფებში გაწევრება მონაწილე პირების რეკომენდაციით შეიძლება. გამოიკვეთა ზარები, სმს-შეტყობინებები რუსეთის ნომრებიდან, დადასტურდა თვალთვალის ფაქტებიც.

"ლურჯ ვეშაპს" ქართულ ინტერნეტრეალობაში ახალი სახიფათო თამაში "მომო" მოჰყვა. დღემდე ვერ გაარკვიეს, ეს პროგრამა ალგორითმია თუ სხვა რამ. თამაში სწრაფად გავრცელდა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

დავალების მიცემამდე, დადგენილი აქვთ ამა თუ იმ ბავშვის მისამართი, მათი და მათი ოჯახის წევრთა შესახებ პირადი ინფორმაცია, რომელსაც მეტწილად სოციალური გვერდიდან მოიპოვებენ, შემდეგ კი იწყება შანტაჟირება. ორივე თამაშის, "ლურჯი ვეშაპისა" და "მომოს", მიზანი მოთამაშის თვითმკვლელობამდე მიყვანაა.

როგორც აღმოვაჩინეთ, "მომო" უმეტესად მარტოსულ, დეპრესიულ, ფაქიზი ფსიქიკის მქონე მოზარდებს არჩევს. უგზავნის ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებსა და აძლევს დავალებებს.
...
ბოლოს, მაგალითად, დავუკავშირდით 12 წლის გოგონას მშობლებს. გოგონა­ უიმედოდ შეყვარებული ყოფილა. უცნაურ სტატუსებს დებდა, მაგალითად, "ვინც თავს იკლავს, ყველა ჯოჯოხეთში ხვდება თუ არა?" ჩვენ ის პოტენციურ მსხვერპლად მივიჩნიეთ, რადგან მის გვერდზე "მომოს" შესახებ სტატუსიც აღმოჩნდა, რომელშიც სვამდა კითხვას, ეს რა არისო?



ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები